Black sea arena

19 მაისს Black Sea Arena-ს სცენაზე ენიო მორიკონე დაუკრავს

Black Sea Arena-ს სცენაზე 19 მაისს საკულტო იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება. 

ჰოლანდიურ კომპანია General Entertainment Associates Production-თან, რომელიც მორიკონეს კონცერტების ორგანიზებისა და ჩატარების უფლების მქონეა, ხელშეკრულებას Black Sea Arena-მ უკვე მოაწერა ხელი. 

მორიკონე ისეთი ცნობილი ფილმების კომპოზიციების ავტორია, როგორიცაა "ერთხელ ამერიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "ერთხელ დასავლეთში" და სხვ.

კომენტარები