სამთავრობო ცვლილებები

მელია: ერთადერთი ნორმალური მინისტრი ალავიძე იყო, ისიც დამამცირებლად მოხსნეს

უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგები და კვლავ გასაღება, რომ ის თითქოს ნამდვილად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრს. ეს არის ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი, ერთადერთი ნორმალური მინისტრი თუკი ვინმე ჰყავდათ კაბინეტში ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ეტყობა ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი, როგორც ჩანს იგი ჩვეული ელასტიურობითა და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელს საკუთარი გემოვნების მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც მას სურდა

რუსთავი 2-თან ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სამთავრობო ცვლილებებზე. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა, პრემიერმინისტრმა ახალ მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი დანიშნა

კომენტარები