სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1971 წელს დაბადებულმა ა.ა-მ თბილისში, ალადაშვილის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა მოიპარა, რომელსაც საბურავები და მაგნიტოფონი მოხსნა, შემდეგ კი, ავტომობილი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიატოვა.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ქვეპუნქტით. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კრიმინალი
შსს: ავტომობილის ქურდობისთვის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დავაკავეთ

flickr




