სითი პარკი

მერია: პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია „სითი პარკთან“ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამარტავს თუ როგორ მოხდება 10 აპრილის შემდეგ პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. მერიაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ გამოიწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება.

2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას
უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. 2018 წლის 10
აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა სითი პარკის ანგარიშზე, ჩვეულ
რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის
სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ
გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის
გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე
მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე
სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ სითი პარკი გამოწერს, რომლის გადახდაც
სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ
ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია
განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია სითი პარკის მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო
კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-
დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიებები განხორციელდება. პარკირების წესების დარღვევის გამო
ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანიის მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის
შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ
ლოკაციებზე განახორციელებს." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გააკეთა

კალაძე ამბობს, რომ დღეს საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.

კომენტარები