ევროკავშირი

დონალდ ტუსკი: უვიზო რეჟიმი და ორმხრივი ვაჭრობა მზარდი თანამშრომლობის მაგალითია

Getty Images

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

ევროპული საბჭო შეხვედრასთან დაკავშირებით ტუსკის კომენტარს ავრცელებს.

"ევროკავშირისა და საქართველოს უერთიერთობა ძლიერია და შესანიშნავი პარტნიორობა გვაქვს. უვიზო რეჟიმის მიღწევა და ორმხრივი ვაჭრობა ჩვენი კარგი და მზარდი თანამშრომლობის ყველაზე შესამჩნევი მაგალითებია."

"რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მე მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მუშაობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რათა უზრინველყონ მისი სათანადო ფუნქციონირება."

"ჩვენი შეხვედრის დროს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ ევროკავშირი რჩება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობების და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. ჩვენ გვაშფოთებს მცოცავი ოკუპაციის მცდელობები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი ქართველის დაკავება შეგვახსენებს, რა არის ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის ფასი."

განცხადების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის და ინტეგრაციის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

კომენტარები