რუსეთი-სირია

სირიაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

TASS

სირიაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, Ан-26 ჩამოვარდა. დ​აიღუპა 32 ადამიანი - 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ადგილიდან მოწოდებული პატაკის მიხედვით, თვითმფრინავზე ხანძარი არ ყოფილა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სწავლობს კატასტროფის გამომწვევ ყველა შესაძლო მიზეზს", - აცხადებენ უწყებაში. 

წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა ​გახდა.

რუსულ ავიაციას მსგავსი მსხვილი ინციდენტი 3 თებერვალსაც შეემთხვა - მაშინ იდლიბის პროვინციაში Су-25 ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტი. 

კომენტარები