თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან) გადაიკეტება.
"საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გრუპო პონტე" აწარმოებს. პროექტი 4 თვე გასტანს და მისი ღირებულება 515 515 ლარია.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



