ავიარეისები

შესაძლოა, ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდეს

Ryanair

შესაძლოა, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში 2019 წელს შემოვიდეს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას საავიაციო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და Ryanair-ის ავიაპარკის შევსების შემდეგ მიიღებენ.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

"საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე - თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისაც" - აცხადებს ქეთი ალექსიძე.

კომენტარები