აჭარა ტექსტილი

ფოთში Puma-ს და Nike-ისა და New Balance-ის პროდუქცია შეიკერება

flickr.com

22 თებერვალს ფოთში კომპანია "აჭარა ტექსტილის" საწარმო გაიხსნება. ფაბრიკაში 3000 ადამიანი უმუშავებს. საქმის კურსის ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკის შექმნაზე 40 მილიონი ლარის თურქული ინვესტიცია ჩაიდო და მასში მსოფლიო ბრენდების დაკვეთით შეიკერება პროდუქცია.

"ფაბრიკაში ცნობილი ბრენდების: Puma-ს, Nike-ის New Balance-ისა და Under Armour-ის ბრენდების სპორტული სამოსი შეიკერება, კერძოდ საფეხბურთო მაისურები და შორტები, წელიწადში ფაბრიკა 10 მილიონ ცალ აღნიშნულ პროდუქტს დაამზადებს. პირველ ეტაპზე 1500 ადამიანი დასაქმდება, ფაბრიკის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, რაც 2019 წელს იგეგმება, მათი რიცხვი 3000 მდე გაიზრდება", - საქმის კურსთან ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე.

"აჭარა ტექსტილი" საქართველოში ორ საწარმოს ფლობს. 

კომენტარები