გომბრი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამობრუნდა და აფეთქდა. მძღოლმა საწვავით სავსე, ალმოდებული მანქანის დატოვება მოასწრო.
ხანძარს რამდენიმე ბრიგადა ებრძოდა, თუმცა ბენზინმზიდი სრულად დაიწვა.
მოხმდარზე პოლიციაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხულებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო: იმედი

ფოტო: იმედი
შემთხვევის გამო მაგისტრალი დროებით დაკეტილი იყო.





