თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

ადვოკატი: დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა

EKATERINE PHOTOGRAPHY

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. ცნობისთვის, ნიკოლაიშვილი დღეს ღუდუშაურის კლინიკაში გუგეშაშვილის დაკითხვას ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, პირმა, რომელმაც ყოფილი მხედრიონელი დაჭრა, მისი შვილი კი მოკლა, დოდო გუგეშაშვილთან კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. ამიტომაც, თავდასხმის დღეს გუგეშაშვილმა მას სახლის კარი გაუღო.

"როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს.

კომენტარები