ლევან ვასაძე

ქართველებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც მასკს ლევან ვასაძის მარსზე წაყვანას სთხოვენ

https://www.change.org/p

ქართველები ელონ მასკს პეტიციით მიმართავენ, სადაც მას ლევან ვასაძის მარსზე წაყვანას თხოვენ.

პეტიციას სულ 100 ხელმოწერა სჭირდება, ჯერჯერობით შეგროვებულია 68.

"ელონ,

პირველ რიგში გილოცავ Falcon Heavy-ს მისიას! ეს ჩვენთვის შთამაგონებელი მომენტი იყო და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ.

ჩვენ, ქართველებს გვყავს ერთი ადამიანი ლევან ვასაძე, რომელიც ბიზნესმენია და სექსისტურ და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებს ქვეყანაში. სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან ფინანსდება და ჩვენთვის, ყველასთვის დიდი ტკივილია.

დღეს, მისმა სკოლამ სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დაანონსა!!! ჩვენ არ გვინდა ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო, გთხოვ დაგვეხმარე და წაიყვანე მარსზე!" - წერია პეტიციაში.

კომენტარები