გუშინ მინესოტაში, მინეაპოლისში, U.S Bank Stadium-ზე, ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურi მატჩი, Super Bowl გაიმართა.
მატჩი Philadelphia Eagles-ის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა New England Patriots-ი 41:33 დაამარცხა.
თუმცა, სანამ საბოლოო ანგარიში ცნობილი გახდებოდა, Super Bowl-ის მატჩის ტაიმებს შორის ტრადიციული შოუ გაიმართა. ის ამჯერად ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა დადგა.
მან თავისი ჰიტების ე.წ პოპური შეასრულა, ასევე რამდენიმე ახალი სიმღერაც წარმოადგინა.
შოუს მთავარი ინტრიგა პრინცის სიმღერის, I Would DIe 4 U-ის ქავერი იყო, რომელიც ტიმბერლეიკმა შეასრულა. მისი სიმღერის და ცეკვის პარალელურად პროექტორით თავად პრინცის შესრულებას აჩვენებდნენ. ტიმბერლეიკმა თქვა, რომ ეს მან ლეგენდარული მუსიკოსის ხსოვნას მიუძღვნა. თუმცა, თავად პრინცის ფანებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.