არჩევნები 2018

უგულავა: პატიმრობაში მხოლოდ იმის მეშინოდა შურისძიების სურვილს არ დავემარცხებინე

მე ჩემი პირადი მოტივაციაც მაქვს. ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას ამ საქმეში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობები მეკავა და ათასი წარმატება და მარცხი მაქვს ნანახი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი წარსულის შეცდომები და ვიცი, როგორ უნდა დავიზღვიო თავი მომავალში შეცდომებისაგან, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ვგრძნობთავისუფლებას, ძალიან დიდ პოზიტიურ ენერგიას და არ ვარ ბოღმით დამძიმებული. აგიხსნით რასაც ვგულისხმობ - სამი წელი ციხეში, პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნის დროს ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ ბრაზს და შურისძიების სურვილს არ მოვეცვი და არ დავემარცხებინე. ყველაზი დიდი შინაგანი ბრძოლა ესაა. თუ ბოღმა, შურისძიება, დაკარგული ძალაუფლების დარდი დაგამარცხებს - შენი ადგილი პოლიტიკაში აღარაა. ვერაფერს კარგს ვეღარ მოუტან შენ საზოგადოებას და შენ ხალხს! თუ ეს ყველაფერი მოგერია და შენ საზოგადოებას შავ-თეთრად, მხოლოდ შენიანებად და მტრებად, მხოლოდ მებრძოლ დაპირისპირებულ მხარეებად აღიქვავ, შენ ვეღარ მიიღებ მონაწილეობას მომავლის შექმნაში. მხოლოდ ამ განწყობით გაქვს უფლება ქვეყნის მომავლის განსაზღვრისათვის იბრძოლო და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს გამარჯვების შანსი! მარტივად გეტყვით - მე დღეს ყველაფერი მინდა დავიწყო თავითან!

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს

კომენტარები