კალიფორნია

კალიფორნიაში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაიღუპა 3 ადამიანი

TNS

კალიფორნიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაიღუპა 3 ადამიანი.

პოლიციის განცხადებით ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იყვნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ვერტმფრენის გადარჩენილი მგზავრები და შემთხვევის შედეგად დაშავებული თვითმხილველები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები