თბილისში, დადიანის ქუჩაზე არასრულწლოვნებმა კლინიკა "მედის" ოფისი გაქურდეს. დაწესებულების სალაროდან დაახლოებით 100 ლარია წაღებული.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქურდობა დილის რვა საათზე მოხდა და მასში სამი არასრულწლოვანი მონაწილეობს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
კლინიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მათი გაქურდვის მეხუთე შემთხვევაა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.





