შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლო პერიოდში მომხდარი დანაშაულების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში მცხოვრებ, 1994 წელს დაბადებულ, ოთხი თვის ორსულ მ.ს.-ს მეუღლემ - 1988წელს დაბადებულმა ღ.ი.- მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ასევე დადგინდა, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, 1976 წელს დაბადებულმა ა.თ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისარასრულწლოვან ძმისშვილს -2001 წელს დაბადებულ კ. თ.-ს, საკუთარ დედას - 1949 წელს დაბადებულ ს. თ.-ს და რძალს - 1981 წელსდაბადებულ მ. თ.-ს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით." - ამბობენ შსს-ში.





