საფრანგეთში, ქუჩაში ქალის შევიწროვებისთვის, კაცები შესაძლოა €90-თი დაჯარიმდნენ. უფრო კონკრეტულად კი, ის კაცები, რომლებიც ხმამაღლა, უხამს კომენტარებს გააკეთებენ ქალთა მიმართ, უკან აედევნებიან მათ ან გზას გადაუღობავენ, დაჯარიმდებიან.
კანონის დამრღვევს, რომელიც ჯარიმას მაშინვე გადაიხდის, €90-ს გადახდა მოუწევს, თუ ჯარიმას 15 დღის ვადაში დაფარავს € 200-ს გადაიხდის, ხოლო 15 დღის გასვლის შემთხვევაში €350-ს.
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული კანონმდებლობა საჯარო სივრცეში ქალთა თავისუფლად და უსაფრთხო გადაადგილებას ემსახურება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



