ყველა ერთისათვის

ყველა ერთისათვის - რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია დაიწყო

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია "ყველა ერთისათვის" დაიწყო.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იმავე დღეს, სასამართლოს ეზოში დააკავეს თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი, რომლებიც ამ განაჩენს აპროტესტებდნენ. ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც შეეფარდა

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: 

1. გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
2. გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა.
5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.

კომენტარები