შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ქალაქ გორში, საბავშვო ბაღიდან ტელევიზორისა და ორი ლეპტოპოპის მოპარვაში ბრალდებული. უწყებაში აცხადებენ, რომ ის 1989 წელს დაბადებული დ.გ.-ა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ქალაქ გორში, N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და 2 ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.გ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



