მიხეილ სააკაშვილის შეწყალება

მარგველაშვილი შეწყალებაზე: არ მჯერა, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი ორის ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

"პროკურატურას ვერ გაურკვევია ბრალი როგორ უნდა წააყენოს და როგორ უნდა ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებასა თუ შეთქმულებას თუ ქრთამს თუ დაშაულის დაფარვას შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალება, ამითი გაასწოროს შეცდომები? შეწყალებით მე სასამართლოს შეცდომებას არ ვასწორებ, შეწყალება არის წყალობის, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევის, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე დღეს, როდესაც ვარ ამ რეალობის წინაშე სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია? სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო, ეს პროკურატურა თავისი ტრადიციებით, ეს სასამართლო თავისი ტრადიციებით, ყველაფერი ისე შექმნა რომ საერთოდ არ დაინგრა, იმის მერე რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. რაც მე მეგონა რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, პირიქით განტმკიცდა, გასტაბილურდა და მიშას იდეოლოგიას ემსახურებიან ალალმართლად. არ მჯერა, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი, ეს არის სააკაშვილის და მისი სისტემის, მისი ლოგიკის დიალოგი." - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები