კრიმინალი

მარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ShutterStock

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 აპრილს, თაღლითობისთვის ნასამართლევმა ი.ხ.-მ, ბოლნისის რაიონში მდებარე მარკეტში მოლარეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა მოსთხოვა.

"ი.ხ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვინაიდან აღნიშნული მარკეტის წინ მოქალაქეები გამოჩდნენ" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ი.ხ. 2017 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები