სტრასბურგის სასამართლო

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ლადო ჭანტურია
საგარეო საქმეთა სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ჭანტურიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ფიცი გუშინ, 8 იანვარს დადო. 

ჭანტურიამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა. ის მოსამართლის მოვალეობას 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს.

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იუსტიციის სამინისტრომ კანდიდატებად მესამედ გამოცხადებული კონკურსით შეარჩია. წინა ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილიც და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავაც ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და კონტროვერსიულ საქმეებთან არიან დაკავშირებული - გიგი უგულავასა და კაბელების საქმის მონაწილეების, ასევე რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელებთან. ფაფიაშვილს და სიჭინავას განხილვის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. მათი არდასწრების გამო, სხდომებზე კვორუმიც ვერ ივსებოდა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი და შემდგომში შერჩეული კანდიდატები, ყოველ ჯერზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკას იწვევდა.

სტრასბურგის სასამართლში ქართველ მოსამართლეს ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა, თუმცა იმის გამო, რომ ახალი კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა, მას უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივდა.

კომენტარები