NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჩრდილოეთ კორეა

ის, რისი გავრცელებაც კიმ ჩენ ინს არ სურს - 31 აკრძალული ფოტო ჩრდილოეთ კორეიდან

კვირა, 7 იანვარი, 2018 - 18:42
tbl.ge/2ppv
დაკოპირდა
როდესაც ოჯახებთან მიდიხარ სტუმრად, გიდებს უნდათ, რომ გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბავშვებს კომპიუტერები აქვთ, თუმცა, როდესაც ხედავენ, რომ დენი არ არის, გთხოვენ, რომ წაშალო ფოტოboredpanda.com
ქალი, რომელიც ჯარისკაცებს შორის დგას. ეს ფოტო არ უნდა გადაღებულიყო, რადგან ხელისუფლება არ იძლევა უფლებას, ფოტოები გადაუღო ჯარსboredpanda.com
ასეთი ფოტოები საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთში. აღწერაში ხშირად ვკითხულობთ, რომ ჩრდილოეთ კორეელები პარკში ბალახს კრეფენ და ჭამენ. გიდები გიბრაზდებიან, როცა ამას იღებboredpanda.com
ჯარისკაცები ხშირად მუშაობენ ადგილობრივ ფერმებშიboredpanda.com
დისციპლინის არ მქონე ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის იშვიათი ფოტოboredpanda.com
ჩრდილოეთ კორეაში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გაცვია. ქალაქში ღარიბულად ჩაცმულს ვერავის იპოვით. როდესაც მათ ფოტოს გადაღება ვთხოვე, გოგონამ მამაკაცს სთხოვა, საყელო გაესწორებინაboredpanda.com
აკრძალულია საკვების უკმარისობის ფოტოს გადაღებაboredpanda.com
ფხენიანში მანქანები სულ უფრო და უფრო მეტად გავრცელებული ხდება, თუმცა ბავშვები მთავარ ქუჩებზე ისევ ისე თამაშობენ, როგორც ამას მაშინ აკეთებდნენ, როცა ქალაქში ერთი მანქანაც კი არ დადიოდაboredpanda.com
მეტროსადგურები ფხენიანში ერთერთი ყველაზე ღრმაა მსოფლიოში. ვიღაცამ დაინახა, როგორ გადავიღე ეს ფოტო და მთხოვა, წამეშალა, რადგან გვირაბები ჩანდაboredpanda.com
როცა ფოტო გადავიღე, ყველამ ყვირილი დამიწყო. აღმოჩნდა, რომ ნახატის დასრულებამდე ფოტოს გადაღება არ შეიძლებოდაboredpanda.com
არასდროს გადაიღო ფოტო, როცა ჩანს, რომ ვიღაც სულელურად იქცევა იქ, სადაც კიმ ჩენ ინის პორტრეტი კიდიაboredpanda.com
აკრძალულია ჯარისკაცებისთვის ფოტოს გადაღება მაშინ, როცა ისინი ისვენებენboredpanda.com
boredpanda.com
რიგში დგომა ჩრდილოეთ კორეელებისთვის ეროვნული სპორტიაboredpanda.com
როცა დელფინარიუმში მიდიხარ, ძუძუმწოვრებისთვის ფოტოს გადაღება შეგიძლია, თუმცა არ შეგიძლია გადაუღო ფოტო ჯარისკაცებს, რომლებიც დამსწრე აუდიტორიის 99%-ს შეადგენენboredpanda.com
პატარა ტბა, სადაც მამაკაცი ბორბალს ნავის ნაცვლად იყენებსboredpanda.com
მთვლემარე ჩინოვნიკი ქრისტიანულ ტაძარში. არ გაქვს უფლება გადაუღო ჩინოვნიკს მაშინ, როცა ის კარგად არ გამოიყურებაboredpanda.com
ტურისტები აუცილებლად მიჰყავთ პიონერთა ბანაკის დასათვალიერებლად, რომ ანახონ, როგორ ერთობიან ბავშვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ზოგიერთი ბავშვი ღარიბი სოფლიდანაა და ესკალატორის ეშინია, რადგან მანამდე არასდროს უნახავსboredpanda.com
boredpanda.com
ჯარისკაცი, რომელსაც მინდორზე ძინავსboredpanda.com
ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს ეზიზღებათ მსგავსი ფოტოების გადაღება. მაშინაც კი, როცა ვუხსნი, რომ სიღარიბე ყველგანაა, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, ისინი ფოტოს გადაღებას მიკრძალავენboredpanda.com
აქ მთხოვეს, რომ განათების გარეშე გადამეღო ფოტო. როცა ვიკითხე, რატომ, მიპასუხეს, რომ ადამიანების არ შემეშინებინაboredpanda.com
ეს არ არის ცირკი, ისინი მშრომელები არიან ცუდი შრომითი პირობებითboredpanda.com
ის, რასაც ჩრდილოეთ კორეაში ხშირად ნახავ, მაგრამ მაინც აკრძალული გაქვს მისი გადაღებაboredpanda.com
კაცი, რომელიც სანაპიროზე ისვენებს. გიდმა ამ ფოტოს წაშლა მომთხოვა, რადგან მითხრა, რომ არ სურდა დასავლურ მედიაში დაეწერათ, რომ ეს კაცი გარდაცვლილია. ის ცოცხალი იყოboredpanda.com
პარანოია ძალიან გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეელებში. ეს ფოტო მხოლოდ იმიტომ გადავიღე, რომ მომეწონა დაღლილი დედა-შვილი, მათ კი ფოტოს წაშლა მთხოვეს, რადგან ეგონათ, რომ ვიტყოდი, თითქოს ისინი უსახლკაროები იყვნენboredpanda.com
როცა სიტუაცია ჩრდილოეთ კორეაში რთულია (და ასე ხშირად ხდება) ბავშვები ადგილობრივ ფერმებში მუშაობენboredpanda.com
აბსოლუტურად აკრძალულია კიმის პორტრეტის გადაღება უკანა მხრიდანboredpanda.com
ფხენიანში ძალიან ბევრ დაღლილ ადამიანს შეხვდებით, რადგან მათ საათობით უწევთ ველოსიპედით მგზავრობა, რომ სამსახურში მივიდნენ. მათთვის ფოტოების გადაღება აკრძალულიაboredpanda.com
ძალიან იშვიათი შემთხვევა - ეტლის ფოტო. ჩემი 6 მოგზაურობიდან, მხოლოდ 2-ჯერ ვნახე ეტლი ჩრდილოეთ კორეაშიboredpanda.com
ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ადამიანების სიმდიდრის ჩვენება ისევეა აკრძალული, როგორც სიღარიბის. ეს მანქანა შემთხვევით ვიპოვე პარკში, აღმოჩნდა, რომ მისი მფლობელი ელიტის წარმომადგენელია და ამ დროს ბარბექიუ ჰქონდა

ფოტოგრაფი ერიც ლაფორჯი იმ ცოტა იღბლიან ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც მიეცათ შანსი, ნახონ, თუ რეალურად როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ. 

"2008 წლიდან ჩრდილოეთ კორეაში 6-ჯერ ვიმოგზაურე. მადლობა ციფრულ მახსოვრობის ბარათებს, რომ მომეცა შესაძლებლობა შემენახა ფოტოები, რომლების გადაღებასაც მიკრძალავდნენ და შემდეგ მაიძულებდნენ, წამეშალა,"- ამბობს ის. 

ფოტოგრაფი არ კმაყოფილდება იმ კარგად ორგანიზებული, ტურისტული მარშრუტით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარე ფასადს აჩვენებს მოგზაურებს. მას სურდა, უფრო მეტი ენახა და გაეგო იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ტოტალური კონტროლის ქვეშ უწევთ არსებობა. 

"მე ისე მექცეოდნენ, როგორც ერთერთ ტურისტს. ისინი არ მაძლევდნენ უფლებას გადამეღო ფოტოები პოლიციისთვის, ჯარისთვის და ა.შ. მაგრამ 300მმ ზუმიანი ლინზების დახმარებით, ბევრი რამის გადაღება შევძელი,"- ამბობს ფოტოგრაფი Bored Panda-სთან საუბრისას. 

მას შემდეგ, რაც ის თავისი მე-6 მოგზაურობიდან დაბრუნდა 2012 წელს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აღმოაჩინა ჩუმად გადაღებული ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდებოდა. მათ ფოტოგრაფს ფოტოების წაშლა მოსთხოვეს. 

"მე მათ უარი ვუთხარი, რადგან მე ჩრდილოეთ კორეის ყველა ასპექტს ავსახავდი: კარგსაც და ცუდსაც, ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ვაკეთებ. მე უარი ვთქვი, რომ დამეშვა გამონაკლისი ჩრდილოეთ კორეისთვის და მათ ეს არ მოეწონათ". 

მალევე, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა ლაფორჯის ქვეყნის საზღვრის გადალახვა აუკრძალა. 

ჩრდილოეთ კორეაფოტოგრაფიაკიმ ჩენ ინიავტორიტარული რეჟიმი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026 - 23:05კიმ ჩენ ინმა მემკვიდრედ 13 წლის ქალიშვილი აირჩია – სამხრეთ კორეის დაზვერვა
  • სამშაბათი, 27 იანვარი, 2026 - 19:14სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
  • ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025 - 15:47ჩრდილოეთ კორეამ მაისის შემდეგ პირველად ბალისტიკური რაკეტები გაისროლა
  • შაბათი, 11 ოქტომბერი, 2025 - 11:21ჩრდ. კორეამ კომუნისტური პარტიის მე-80 იუბილეზე ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტა წარადგინა
  • ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025 - 15:16ჩრდილოეთ კორეამ რუსი ტურისტებისთვის საზაფხულო კურორტი გახსნა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში (რ)
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 11:41

როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში (რ)

14-დღიანი ძიების შემდეგ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ცხედარი იპოვეს – საგანგებო
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 11:11

14-დღიანი ძიების შემდეგ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ცხედარი იპოვეს – საგანგებო

"კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 10:57

"კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა

პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 10:54

პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს

ლუკაშენკო: სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსი უკრაინისადმი მოწყვლადია, უკვე აქვთ 500 სამიზნე
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 10:48

ლუკაშენკო: სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსი უკრაინისადმი მოწყვლადია, უკვე აქვთ 500 სამიზნე

ყველაზე კითხვადი

მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
1მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
2ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
3DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
4მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
5შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში