ხანძარი

სამხრეთ კორეაში ხანძარს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

AP

სამხრეთ კორეაში 8 სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანია გარდაცვლილი.

გარდაცვლილთა შორის 23 ქალი და 6 მამაკაცია. დაშავებულია 29 ადამიანი.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი პირი იმყოფებოდა შენობაში ხანძრის დროს. მეხანძრეება ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად შენობის მიწისქვეშა სადგომში მდგარი მანქანა სახელდება.

შემთხვევის ადგილი ქვეყნის პრეზიდენტმაც მოინახულა. ხანძრის გამო ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიაც გადაიდო. ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9 თებერვალს დაიწყება.

კომენტარები