ჰარვი ვაინშტაინის საქმე

სალმა ჰაიეკი: ჰარვი ვაინშტაინი მოკვლით მემუქრებოდა

People.com

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ცნობილი მექსიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკიც გამოვიდა.

სალმა ჰაიეკმა New York Times-თან ისაუბრა, რომ ბიოგრაფიული ფილმის ფრიდას გადაღებისას ჰარვი ვაინშტაინი მას სექსუალურად ავიწროვებდა.

"მე ვაინშტაინს უარი ვუთხარი შხაპის მასთან ერთად მიღებაზე. უარი ვუთხარი ჩემთვის ყურებაზე, როდესაც შხაპს ვიღებ. უარი ვუთხარი მასაჟზე, უარი ვუთხარი ორალურ სექსზე, უარი ვუთხარი მის მეგობარ ქალთან სექსზე. ამდენმა უარმა ჰარვი ვაინშტაინი ძალიან გააღიზიანა." - თქვა მსახიობმა.

სალმა ჰაიეკის თქმით, ვაინშტაიანი მას მოკვლით ემუქრებოდა.

"მან მითხა, რომ მომკლავდა და არ მეფიქრა, რომ ამას ვერ შეძლებდა." - თქვა მსახიობმა.

ჰარვი ვაინშტაინი 70-მდე მსახიობმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, 5-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.

კომენტარები