ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წნორში ერთი პირი დააკავეს

ქალთა მიმართ ძალადობა

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1990 წელს დაბადებულმა გ.ხ-მ წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სამართალდამცველებმა გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით).

კომენტარები