Forever 21

FOREVER 21-ს ყოფილი თანამშრომელი აბაზანაში ჩუმად დაყენებული კამერისთვის უჩივის

Forever21.com

Forever 21-ს ყოფილი თანამშრომელი უჩივის - ის 2 მილიონს ითხოვს აბაზანში ჩუმად დაყენებული ჩამწერი კამერისთვის.

ყოფილი თანამშრომლის ჯეინ დოს თქმით, 2011 წლის განმავლობაში მას მუდმივად იწერდა აბაზანაში ჩუმად დაყენებული ჩამწერი კამერა. მისი თქმით, მან ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც თავისი ვიდეოები სხვადასხვა პორნო საიტზე აღმოაჩინა.

ჯეინ დოს თქმით, კომპანია მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს იწერდა.

ბრალდების შესახებ ჯერ ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია Forever 21-ის არცერთ წარმომადგენელს.

კომენტარები