აშშ-ისრაელი

მაიკ პენსი: ტრამპი აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას აქტურად განიხილავს

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას აქტიურად განიხილავს.

მაიკ პენსის თქმით ახლა მხოლოდ ის რჩება გასარკვევი, როდის და როგორ მოხდება საელჩოს გადატანა.

ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა გაეროში ისრაელის მისიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

საელჩოს გადატანის შესახებ განხილვა მიმდინარე წლის ივნისშიც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპმა საელჩოს თელ ავივიდან გადატანაზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელსაც ვადა ერთ თვეში გასდის და შესაბამისად უნდა გადაწყდეს გააგრძელებს თუ არა ტრამპი დოკუმენტის ვადას, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ რათა რეგიონში სიტუაციის გამწვავება აერიდებინათ თავიდან.

აშშ-ის კონგრესის მიერ 1995 წელს მიღებული იერუსალიმის საელჩოს აქტი საელჩოს იერუსალიმში გადატანას მოითხოვს, თუმცა მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტები უარის თქმის შესახებ დოკუმენტს იყენებენ, რათა გადაწყვეტილებამ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებებს ხელი არ შეუშალოს.

კომენტარები