ტერორისტული თავდასხმა

ეგვიპტეში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 85 ადამიანი გარდაიცვალა

EPA

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მეჩეთში მომხდარ თავდასხმას 85 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით მეჩეთს თავს ასაფეთქებელი მოწყობილობით და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ.

დაჭრილია დაახლოებით 75 ადამიანი.

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები სინაის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებს ებრძვიან.

დღევანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

კომენტარები