საუბარი რელიგიაზე

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, რეფორმაციიდან 500 წლის შემდეგ

500 წელი გავიდა მას მერე, რაც მარტინ ლუთერის მიერ დაწყებულმა რეფორმაციამ ისტორია შეცვალა. ვიტენბერგის ტაძრის კარზე 95 თეზისის მიჭედებიდან სამასი წელი გავა, სანამ საქართველოში პირველი ლუთერელები გამოჩნდებიან, ახალ თეოლოგიას მოიტანენ და ქართულ კულტურას გაამდიდრებენ.

ორი საუკუნეა, რაც ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში არსებობს, ასწავლის და ქველმოქმედებას ეწევა. ლუთერელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს დევნა, შევიწროება, გადასახლება და დახვრეტა. 1946 წელს, მათ მიერ აშენებული თბილისის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი, საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელ ტყვეებს, საკუთარი ხელით დაანგრევინა.

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ვსტუმრობთ. 

კომენტარები