არჩევნები 2017

ხაშურში მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად ქართული მარშის წევრები ჩავიდნენ

ტვ იმედი

ხაშურში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად "ქართული მარშის" წარმომადგენლები ჩავიდნენ. თავად ნოზაძე ამბობს, რომ ი​სინი, ისევე როგორც "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ხაშურში მისი მეგობრების სტატუსით იმყოფებიან. 

"აქ არ არიან მხოლოდ ქართული მარშის წევრები, აქ არიან ქართული მისიის წარმომადგენლებიც, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებიც, ისინი ჩემი მეგობრები არიან და არიან ჩამოსულები ჩემ დასახმარებლად", - ამბობს ნოზაძე. 

ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თავის მეგობრებთან ერთად უბნებზე შემოვლას ახორციელებს, რადგან, მისი თქმით, მმართველი გუნდის მომხრეები საარჩევნო უბნებთან აგიტაციას ეწევიან. ხაჩიძე ამბობს, რომ მათი გამოჩენის შემდეგ აგიტატორები უბნებს ტოვებენ.

ხაშურში მერობისთვის რამაზ ნოზაძესთან ერთად ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი გურასპაშვილი იბრძვის.  

კომენტარები