პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ოპოზიციის მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები არ შეესაბამება მათ რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. იგივე სურათი გვქონდა ჩვენ 2016 წლის არჩევნებში... იგივე პრაქტიკაა, სამწუხაროდ, 2017 წელსაც. 2016 წელს მთლიანად ოპოზიციის მიერ დეკლარირებული იყო დაახლოებით 10 მილიონი მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები და ხარჯები ჯამში დაახლოებით 100 მილიონს მაინც შეადგენდა. ათმაგ სხვაობაზეა საუბარი და ანალოგიური სხვაობა იყო 2017 წლის არჩევნებშიც. მთელი დეკლარირებული შემოსავალი და გასავალი ამ არჩევნებში იყო 1 მილიონი ლარი. 1 მილიონ ლარზე ბევრად მეტი დაიხარჯა ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ ამ არჩევნებში. ეს არის პრობლემა. ჩვენ ვახდენთ ჩვენი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას, ოპოზიცია კი ამას არ აკეთებს
tbl.ge/2le5
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში
ამავე თემაზე
- 6 ქალაქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
- ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა
- ქართული ოცნება ოზურგეთში გადამწყვეტი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
- ხაშურის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა
- ოზურგეთი: სიორიძე - 50.52%, შარაშენიძე - 49,48%