მაშველები

მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

შსს

შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. 
„112“-ზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა. შეტყობინებიდან მალევე მაშველები ადგილზე მივიდნენ და დაშავებული ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
20-წლამდე მამაკაცი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. შემდეგ კი, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები