ჯიმი ტაბიძე

ჯიმი ტაბიძე: LGBT პირთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია

gff.ge

აქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა ქართველი ფეხბურთელის გულშემატკივრების ნაწილისგან. 

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული ''უფას''ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე adjarasport-ს ესაუბრა.

"პატივს ვცემ გურამს როგორც სპორტსმენს და როგორც პიროვნებას. მას გააზრებული ჰქონდა ის ქმედება, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა. ჩემი აზრით, სურდა დაეგმო აგრესია, რომელიც ხორციელდება LGBT პირებისადმი მსოფლიოში. ვფიქრობ საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა, თუმცა ამ თემის განვრცობა შორს წაგვიყვანს. მოკლედ, ''კაშომ'' თქვა : "არა ძალადობას", თუმცა ბევრმა არასწორად გაიგო მისი ქმედება, რაც ძალიან სამწუხაროა. LGBT პირთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და ისე წარმართავს თავის ცხოვრებას, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მეორე მხრივ LGBT პირების მხრიდან არ უნდა იყოს პროვოკაცია, არ არის საჭირო აქციების გამართვა და ქუჩაში ყვირილი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ პირადული და ინტიმური საკითხია და მისი აფიშირება, საჯაროდ საუბარი სწორი არ მგონია."-თქვა ტაბიძემ.

Adjarasports-ის მიერ დასმულ კითხვაზე, LGBT თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღებდა თუ არა თავად მონაწილეობას, ჯიმი ტაბიძე პასუხობს.

"რა თქმა უნდა. თუ შემეძლება ნებისმიერი სახის ძალადობის წინააღმდეგ რაიმე გავაკეთო, უკან არ დავიხევ, ამგვარი ნაბიჯისთვის ყოველთვის მზად ვარ. სამკლავურით თუ სამკლავურის გარეშე, ყოველთვის ვეცდები დავუპირისპირდე ნებისმიერი სახის ძალადობას. გვერდით უნდა დავუდგეთ მათ, სულ ერთია ვინ იქნება ძალადობისა და აგრესიის მსხვერპლი, LGBT პირი თუ ნებისმიერი სხვა."

კომენტარები