Facebook

FACEBOOK-ის მიერ პოსტის არასწორად თარგმნის გამო პალესტინელი კაცი დაკითხეს

Reuters

Facebook-მა მოიბოდიშა, მას შემდეგ რაც მისი თარგნის ფუნქციის შეცდომის გამო პალესტინელი კაცი ისრაელის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.

დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმთან ახლოს მშენებლობაზე დასაქმებულმა პალესტინელმა კაცმა, დილით ფოტო დადო, რომელიც ბულდოზერთან ჰქონდა გადაღებული და მას სათაურად “يصبحهم” დააწერა, რაც "დილა მშვიდობისას" ნიშნავს. თუმცა, Facebook-ის თარგმანმა ის სხვანაირიად - "შეუტიეთ მათ" თარგმნა. 

ისრაელის გაზეთის Haaretz-ის ცნობით, მოგვიანებით პოლიციამ პალესტინელი კაცი დაკითხვაზე გადაიყვანა. კაცს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ ის ბულდოზერით ტრანსპორტზე ტავდასხმას გეგმავდა. საბოლოოდ, გაირკვა რომ ეს Facebook-ის შეცდომა იყო და კაცი გაათავისუფლეს.

ამ ფაქტს თავად Facebook-ი გამოეხმაურა. 

"სამწუხაროდ, ჩვენმა თარგმნის ფუნქციამ გასულ კვირას შეცდომა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია ყოველ დღე ვითარდება, შეცდომები მაინც მოგვდის. ჩვენ ბოდიშს ვუხდით მას და მის ოჯახს, იმ ზიანისთვის რაც მივაყენეთ."- წერია სოციალური ქსელის განცხადებაში.

კომენტარები