როცა ის [თამაზ მეჭიაური] პარტიაში მივიყვანე, ჩემი მიზანი იყო, როგორც ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ადამიანს მიეცით შანსი, რომ სწორ გზაზე დადგეს და თამაზი ჩემზე ლოცულობდა, მაგას იცით, როგორც უყვართ ქეიფი, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და ჩემს მშობლიურ თიანეთის რაიონში შტაბის უფროსად განვამწესეთ. შესაბამისად, მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში - მოგეხსენებათ, ის მრავალპარტია გამოცვლილთან ერთად მრავალთანამდებობა გამოცვლილი იყო და მისი მუშაობა თიანეთის რაიკოპერატივის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელად მის კორუფციულ იმიჯს ძალიან ამყარებდა. მას ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი ჰქონდა
tbl.ge/2l4c
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საუბრობს ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატზე თამაზ მეჭიაურზე. მეჭიაური 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თიანეთის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა მან სულ ცოტა სხვაობით წააგო, რის შემდეგაც მმართველი გუნდი და კერძოდ ქუცნაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "არჩევანი"
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




