არჩევნები 2017

კალაძე: გარდამავალ პერიოდშიც აქტიურები ვიქნებით

მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თბილისელებს ჩემ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მე ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, ყოველ წუთს შემოდის მოლოცვები, ახალი იდეები, წერილები ფეისბუქის, ტელეფონის თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით. ძალიან მახარებს თბილისელების ასეთი ჩართულობა და მიორმაგებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერიის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტრანზიციის პერიოდში ჩვენ ნაკლები აქტივობა გვექნება. გარდავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, რომ პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა. შესაბამისად, ტრანზიციის პერიოდში, მაღალი აქტივობა გვექნება და პერიოდულად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს.

ეს დღეს თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა. 

კომენტარები