რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 54% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა - 15%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 7%, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა 3%. მათ მოსდევს კახა კუკავა - 2%, გიორგი ვაშაძე - 2% და გიორგი გუგავა - 1%.
ეგზიტპოლის შედეგები საბოლოოა. ამ მონაცემებით, თბილისში მეორე ტური არ გაიმართება.
რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, თბილისში, ეგზიტპოლის მიხედვით, 58% აქვს ქართულ ოცნებას, ენმ-ს - 17%, ევროპულ საქართველოს - 9%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს - 5%.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოკითხვა Edison Research-ს დაუკვეთა. გამოკითხვის ჩატარების დროა 2017 წლის 21 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %.