არჩევნები 2017

მარნეულში ევროპული საქართველოს აქტივისტი ოცნების კანდიდატს ცემაში ადანაშაულებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს აქტივისტი, მუჰამედ ჰუსეინოვი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კანდიდატმა, მირკაზიმ იაგუნოვმა მას დაუძახა და ჰკითხა, რატომ მუშაობდა იმამკულიევისთვის, შემდეგ კი ცემა დაუწყო. 

"დამარტყა და მაგინა, მე ვუთხარი, რომ როგორც უფროსს, არ მინდა პასუხი გავცე, თუმცა არ მომისმინა. როგორც ისინი კრებენ ხალხს, ისევე მეც. მეც ასე ვმუშაობ. მან მითხრა, არ იმუშაოო და არაფრის გამო დამიწყო ცემა. მე ვაპირებ ვიჩივლო, რომ ის აქედან გააძევონ", - ამბობს ჰუსეინოვი. 

კომენტარები