არჩევნები 2017

უდუმაშვილი: ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლო კანდიდატისას

ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა საერთო ჯამში გაცილებით აღემატება სახელისუფლო კანდიდატის მხარდაჭერას".

ამის გამო, ენმ-ის კანდიდატის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება საარჩევნო პროცესზე გავლენას "გაათმაგებული ძალებით შეეცდება". 

"ამის მთავარი წამალი კი, სწორედ ამომრჩევლის აქტიურობაა. რაც მეტი ამომრჩეველი მიდის უბანთან, მით უფრო ნაკლებია გაყალბების შანსი" - თქვა უდუმაშვილმა.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 3634 უბანი და 10 სპეცუბანი 20:00-ზე დაიხურება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ბიულეტენების დათვლა. საარჩევნო უბნების დახურვის მერე გამოქვეყნდება ეგზიტპოლიც.

კომენტარები