არჩევნები 2017

კობახიძე: დარწმუნებული ვარ რომ ჩემი არჩევანი უზრუნველყოფს უკეთეს თბილისს

პარლამენტი

საქართველოს პარტლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხმა ვაკის #2 ოლქის #53 საარჩევნო უბანზე მისცა.

"ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს და უზრუნველყოფს თბილისის განვითარებას." თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები