სოფელ ყიზილაჯლოში 4 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ინფორმაციითვე, ადგილზე უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ამ დროისათვის შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ქართული ოცნების ოფისთან მოხდა და დაშავებულები არიან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.