სტიქია

ირლანდიის სანაპიროზე ტროპიკულ შტორმს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Independent

ირლანდიის სამხრეთ სანაპიროზე ტროპიკული შტორმი ოფელია მძვინვარებს. მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდა.

შტორმმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები მოთხარა, რის გამოც 120,000-მდე სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დუბლინის აეროპორტმა 130 ფრენა გააუქმა.

უკანასკნელი მონაცემებით გარდაცვლილია ერთი ქალი, რომლის მანქანასაც ხე დაეცა.

შტორმი უახლოეს დღეებში შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

კომენტარები