სექსუალური შევიწროება

ლინდსი ლოჰანი: ვაინშტაინის გამო ვწუხვარ, არ არის სწორი რაც ახლა ხდება

pinterest.com

მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა ჰარვი ვაინშტაინს მხარი დაუჭირა.

ლოჰანმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეო დადო, სადაც ვაინშტაინს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ვიდეო მას შემდეგ დადო, რაც ჟურნალმა NEW YORK TIMES-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი ქალები ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს

"გამარჯობა, მე ლინდსი ლოჰანი ვარ, სახლში ვარ, დუბაიში. ძალიან ვწუხვარ ჰარვი ვაინშტაინის გამო. ვფიქრობ, არ არის სწორი რაც ახლა ხდება"- ამბობს ლოჰანი ვიდეოში.

მას შემდეგ რაც ჟურნალმა New Yorker-მა ჰარვი ვაინშტაინისა და ერთ-ერთი მსახიობი ქალის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ვაინშტაინი ქალს აბაზანაში მასთან ერთად შესვლას აიძულებს, პროდიუსერის ცოლმა მასთან განქორწინება გადაწყვიტა.

"ჯორჯინა [ჰარვი ვაინშტაინის ცოლი] ქმრის გვერდში უნდა დადგეს. მას არასდროს მოუყენებია ჩემთვის ზიანი. ვფიქრობ, ყველა უნდა გაჩერდეს, ეს არასწორია."- თქვა ლინდსი ლოჰანმა.

მსახიობმა ვიდეო დაახლოებით ერთ საათში საკუთარი ინსტაგრამიდან წაშალა.

კომენტარები