არჩევნები 2017

მდინარაძე: თუ პრეზიდენტის შენიშვნები ორზე მეტ საკითხს შეეხება, ვეტოს დავძლევთ

მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტი

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, თუ პრეზიდენტის ვეტო შეეხება მხოლოდ იმ ორ საკითხს, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია, უმრავლესობა ვეტოს გაიზიარებს. საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. მდინარაძის თქმით, თუ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სხვა საკითხებიც დაემატება, მაშინ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.

“არსებობს ორადორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით იქნება პრეზიდენტის ვეტოში მსჯელობა, ბუნებრივია, ჩვენ მას გავიზიარებთ, ხოლო თუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის ნებისმიერი საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე. იმიტომ, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის მორჩენილი, კონსტიტუცია მიღებულია და ის დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესში ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება ჩვენი ინიცირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ,“ - ამბობს მდინარაძე.

ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ტქმით, ესენია ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

კომენტარები