ევროკომისია

ევროკომისია ამაზონს 150 მილიონი ევროთი აჯარიმებს

AFP

კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი მარგარეტ ვესტაგერი უმსხვილეს ინტერნეტ კომპანია ამაზონს ლუქსემბურგთან გაფორმებული გარიგებების უკანონობაში ადანაშაულებს. ევროკომისრის განცხადებით, ამაზონმა უკანონოდ მიიღო ევროპული სახელმწიფოს დახმარება და ამასთან, გადასახადების დამალვაც მოახერხა.

3-წლიანი გამოძიების შედეგების მიხედვით, ევროკომისია ამაზონს 150 მილიონი ევროთი აჯარიმებს. მაგრამ არც ამაზონი და არც ლუქსემბურგში მდებარე ამაზონის შვილობილი კომპანიები ბრალდებებს არ აღიარებენ. ამაზონმა თავისი ინტელექტუალური საკუთრება ლუქსემბურგში ევროპული ოპერაციების გასახორციელებლად გადაიტანა.

ევროკომისიამ 2016 წლის ზაფხულში კომპანია Apple რეკორდული თანხით, 13 მილიარდი ევროთი, ხოლო 2017 წლის ზაფხულში კომპანია Google 2,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

კომენტარები