არჩევნები 2017

კახა კალაძე: კახა კალაძეს დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ გააჩნია

ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი დაწუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კალაძე დებატებში უკვე მორედ გამოიწვია, ამჯერად იმ დათქმით, რომ დებატების დასრულების შემდეგ ფეხბურთს ითამაშებდნენ

კომენტარები