ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კახა კალაძე: ჩემი მთავარი კონკურენტი ის ტკივილი და წუხილია, რომელიც ქალაქს აქვს

ენერგეტიკის სამინისტრო

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ელისაშვილი არ არის მთავარი კონკურენტი.

“ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ამჯერად ელისაშვილმა კალაძეს საფეხბურთო მოედნიდან მიმართა და უთხრა, რომ ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში დებატების შემდეგ ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეეჯიბრება.

ელისაშვილმა კალაძე დებატებში რამდენიმე დღის წინაც გამოიწვია, თუმცა კახა კალაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ "გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან".

კომენტარები