NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არჩევნები 2017

მერია დაზიანებული პანდუსის ფოტოებს ავრცელებს - "არასანქცირებული აქციის შედეგები"

ორშაბათი, 2 ოქტომბერი, 2017 - 19:42
თბილისის მერია
tbl.ge/2jaw
დაკოპირდა
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შემდეგ ფოტოებს ავრცელებს, სათაურით "მერიასთან ორგანიზებული არასანქცირებული აქციის შედეგები".

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ამავე პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად დაზიანებული პანდუსი და მწვანე ნარგავები", - წერენ უწყებაში და შემდეგ ფოტოებს ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით "არასანქცირებული აქცია" არ არსებობს. იურისტების განმარტებით, აქციას არ სჭირდება სანქცია - ყველა აქცია სანქცირებულია.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ითვალისწინებს შეტყობინებას იმ შემთხვევაში, როცა აქცია იმართება გზის სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს მოძრაობის შეფერხებას.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციაზე თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს.

აქციაზე მერიის შენობას პოლიციის კორდონი იცავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. 

თბილისის მერიაარჩევნები 2017ენმერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2017 - 03:046 ქალაქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
  • ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2017 - 02:48ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა
  • ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2017 - 01:49ქართული ოცნება ოზურგეთში გადამწყვეტი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
  • ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2017 - 00:55ხაშურის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა
  • ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2017 - 00:45ოზურგეთი: სიორიძე - 50.52%, შარაშენიძე - 49,48%

კომენტარები

ბოლო სიახლეები

UK-ის სანქციებში მოხვდა გემი, რომელიც წლის დასაწყისში ქართულ პორტში იმყოფებოდა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 14:30

UK-ის სანქციებში მოხვდა გემი, რომელიც წლის დასაწყისში ქართულ პორტში იმყოფებოდა

ანა წითლიძემ წიგნი დაწერა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 14:14

ანა წითლიძემ წიგნი დაწერა

25 ივნისიდან Georgian Airways ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის რეისების შესრულებას იწყებს 
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 14:09

25 ივნისიდან Georgian Airways ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის რეისების შესრულებას იწყებს 

"საქმე ეხება რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელობის კორუფციულ სქემებს" - 8 პირს ბრალი წარედგინა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 14:04

"საქმე ეხება რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელობის კორუფციულ სქემებს" - 8 პირს ბრალი წარედგინა

ფინეთმა რუს კაპიტანს წყალქვეშა კაბელების საბოტაჟზე ბრალი წარუდგინა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 13:55

ფინეთმა რუს კაპიტანს წყალქვეშა კაბელების საბოტაჟზე ბრალი წარუდგინა

ყველაზე კითხვადი

მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
1მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
2Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
3ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
4DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
5მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში